1814.04.28 წ. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული თავად გიორგი მაჩაბლის მიერ ჭელიშის მონასტრისადმი, მამამისის სულის საოხოდ

სეა_1448_7842 : 1814.04.28 წ. ყმა-მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული თავად გიორგი მაჩაბლის მიერ ჭელიშის მონასტრისადმი, მამამისის სულის საოხოდ. დამწერი ნიკოლოზ ჩხეიძე

ქ ; ეჰა შენ უმაღლესო და უდიდებულესო ზეცისა მხედრობათავო და უპატიოსნეს უგანწმენდილესო ხერაფმ-სერაფინთავო (კდ -წა) ქალწულო მარიამ დავითის ასულო და ყოველთა შემოქმედის ღთ_მამაკაცის იესოს მშობელო ; მისა შობის მორწმუნეთა დამის ტომთა ჯოჯოხეთით აღმომწოდებელო სამოთხის ბჭეთა განამხნელ და ჩვენ (ყოველთა) ( ქვეყანათა) სასუფევლად შემყვანებელო (ჩნ) უმდაბლესგან მონამან მართკმორწმუნემან მის შენის გან და გალ?მწემფარველებასა შენის მინდობილგან ; მაჩაბელმან გიორგიმ ძემან ზურაბისამან და ძმამან ჩემან იესემ ვიგულისმოდგინეთ და შევსწირეთ სახლსა შენსა (ზა) აღგებულსა ჭელიჭის მონასტრის ეკლესიასა მცირე რაიმე საძღვენი_(მრთმელ. მიცვალებულის მამის ჩვენის ზურაბ მაჩაბლის სულის საოხად გლეხი ერთი ზემო კრიხს ფონჯავიძე მაქსიმე და მისი ძმა ივანე თავის უმცროსი ძმით მათის ცოლშვილით და მათის ყოვლით რასიცა მქონებელი იქნენ რომელი სიცოცხლესაცა შინა თვისა ეწადა მამას ჩვენსა რათამცა მსახურებოდა ესე ვითარცა სახითა მონასტერსა ამას შენსაგარნა პირ უმტკიცოგან სოფელ გან არა სრულ ყოფად დროსა და (მდ) მიცვალების მისისდან ვყავთ ესე და შეგვედრეთ მართლითა სარწმუნებითა და მცირედიტა ამით ძღვნითა სული მამის ჩვენის შენ და მონასტერსა შენსა ჭელიშს ეკლესიასა და მას-შინა მყოფთა ღირსთა მამათა რათა ყოველსა წელსა დღესა ერთსა კვრიაკესა (პლსა) დიდ მარხვასა მას შინა მყოფნი მამანი წინამძღვარი კრებულითურთ უსისხლოს მსხვერპლსა შესწირვიდეს მისა შენისა მიმართ მამისა ჩვენისა ზურაბ მაჩაბლის ცოდვისა აღსასასუბუქლებათ და მეუღლის მისის ერისთვის ასულის სუსანას კეთილ სახსენებლად და ჩვენ ობოლთა ძეთა მისთა წარსამართებლად შეიწირე ყოვლად წმინდა დედაო ღვთისო კნინი ესე ძღვენი ვითარცა შეიწირა ძემან შენგან ქვრივისა იგი ერნი ძწვლილნი და შეეწიე სულსა მამისა ჩვენისას ჟამსა სასჯელისასა (წე) ძისა შენისა და აღრაცხე იგი მარჯვენითთა მათ მდგომარეთა კრებულსა თანა და (ჩნ) ედაცა გარდმოავლიე მფარველობითნი მოწყალებანი აწდა საუკუნოდ ამენ ; ხოლო უკეთუ ინებოს ამა ჩვენს მიერ შეწირულების გამო?ვება და ეს ამაგიდ აღწერილი გლეხი მონასტერს ამას გამოგძლავროს შენ ექმენ მას შურის მეძიებელ დედოფალო სა მიავლინე ყოველთა მაცხოვრებელთა რისხვა ზეცით მსგავსად სოდო მიანთ და ცხრა წკულება ეგვიპტის სახლეულთა და ტომთა მისთა და ყავ

იგი საძაგელ და განსაგდებელ ყოვლათ კაცთა მიერ ვითარცა (ძაღლი) (კბ) ცოფერი და (გა?ფხ – არ) ქვეყნით სახელი და სახსენებელი მისი მსგავსად იუდასა ხოლო დამამტკიცებელნი და დამბეჭდველნი ამისნი აკურთხენ მრჩაბლთვე შინა ცხოვრებათა მისთა კურთხევითა მით (აბრაგ იონითა) ამინკაცთაგანარის წერილის ამის მოწამე და გამრიგე მათი კდ სამ ღვდელოება უფალი ნიკოლაოს წმინდელ არხიერი სოფრონ -იოს და კრებული მათნი ჩვენ ოჯახის გამგენი მოურავები კვიტაშვილი ხახუტა და დარისპან ძენი გოგია და ძენი მათი , ჭიჭინაძე იოსებ მღვდელი. მღვდელი მაცაბერიძე დავით, საყვარელიძე ბუჭუა და გოგია და (თებიძე) გიორგი და ზედა კრიხის ხელოსანი ფონჯავიძე სვიმონ და მე ნიკოლოზ ჩხეიძემ ავღსწერე ესე წელსა (ჩყიდ = 1814წ.) აპრილს (კჰ)

1800 წ. ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული ერისთავის ძე ვახტანგის მიერ ნათლისმცემლის მონასტრისადმი

სეა_1448_2182 : 1800 წ. ყმის შეწირულების წიგნი, მიცემული ერისთავის ძე ვახტანგის მიერ ნათლისმცემლის მონასტრისადმი

ქ; ეჰა შენ ნეტარო წინასწარმეტყველო და წინამორბედო და ნათლის მცემელო იოანე მხსნელისა ჩვენისა რომელი იწამე პირისა მისგან უტყუელისა უმფროსად ყოველთა ნაშობთა დედათასა არა ანგელოზისა მიერ გინა ქერაბინისა ანუ წინასწარმეტყველთა მიერ არს თქმული ესე არამედ მის მიერ რომელი იგი დამბადებელი არს ქერაბინთა დაშემოქმედი ანგელოზთადა წინასწარმეტყველტა მან დამატკიცა სიტყვა ესე შენთვის ვითარ მედ არავინ აღდგომილარს ნაშობთაგანი დედათასა უმფროს იოანე ნათლის მცემელისა უკეთუმცა დაბადებულთა ეთქნეს სიტყვანი ესე განკვირდებიან ყოველნი ბუნებანი კაცთან დიდებას შენსა რომელი იგი მეუფემან ყოველთა დაბადებულთამან დამატკიცა სიტყვა ესე აწცა მინდობილმან სიწმინდისა შენისამან და მოლტოლვილმან საფარველისა შენისამან ერისთვის ძემ ვახტანგ და თანა მეცხედრემან ჩვენმან მაჩაბლის ასულმან ქეთეონ და სასურველმან პირშომან ძემან ჩვენმან დავით და იოანემ ვინებეთ და შემოგწირეთ მცირე ესე შესაწირავი გლეხი გელბახიანი დავით და მისი შვილები თავისი სამოსახლოთი, სასაფლავოთი, სამარხით, ყანით, ვენახით, მთით, ბარარით გასავალ გამოსავალით, საძებრით და უძებრით აწ რომელმანაც ძემან კაცისამან საფიცარსა

ამას შლად ხელ ყოს (???) დიდმან ანუ მცირემან თავადმან, ანუ მეფეთა ანუ დედოფალთა ანუ აზნაურთა არამედ მსახურთა და გლეხთა შლად ხელ ყოს შენ ხელ ყავ ორთავე ცხოვრებათა შინ შერისხვით მასამც ედების გეზი ცეცხლისა შიშთვილი იუდასი ძრწოლა კენისა მეხის ტეხა დიოსკურესი დანთქმა დათან დაბირონისი განცხადებულად თავის პოვნას. ჩვენთვის წირვა თუ არ მოიშალოს არის ამის მოწამე თავათ ღმერთი კაცთაგან მოურავივიტაშვილი ხახუტა დარისპან მღვდელი გიორგი მაცაბერიძე სამსახურზედაცა გული შეგვჯერდა დამამტკიცებელი ამისნი ღმერთმან აკურთხოს ხოლო შემშლელი ამისნი იყვნენ შეჩვენებული ამინ უკუნისამდე

1783.06.19 წ. მოსავლის გამოსაღების შეწირულების წიგნი,მიცემული ზურაბ მაჩაბლის მიერ რაჭის ნათლისმცემლის მონასტრისადმი

სეა_1448_4449 : 1783.06.19 წ. მოსავლის გამოსაღების შეწირულების წიგნი,მიცემული ზურაბ მაჩაბლის მიერ რაჭის ნათლისმცემლის მონასტრისადმი.დამწერი დავით დათეშიძე

ქ : ეჰა შენ ნეტარო წმინდაო წინასწარმეტყველო წინამორბედო ნათლის მცემელო იოვანე ვიგულისხმე და ვიგულსმოდგინე მე საქართველოს დიდებულმა თავადმან მაჩაბელმა ზურაბ და თანა მეცხედრემან ჩემან ლიხტ იმერეთის სარდლის და მოურავის წულუქიძის ასულმან მარიამ და ძემან ჩვენმან გიორგიმ ასე რომ ყოვლად მოწყალემ მეფემ სოლომონ და თანა მეცხედრემ მისმა დედოფალმან გულქან წყალობა გვიყო და რაჭას გვარჩინა და ვახტაგ ერისთვის შვილის მამული ტოლას (ჩამოის) ყოვლისფერი სიგლით გვიბოძა ახლა შამოგვიწირავს შენთვის აბროლაურის ათის თავი ბუღაშვილის პარტახს გარდა პურისაგან, ღვინისაგან, ქერისაგან, სიმინდისაგან, მჭადისაგან და სამარხოსაგან და ყოველს აღდგომასა და ნათლის მცემლობას ჩვენთვის უნდა კრებულით იწიროს მიიღე (?) წინამორბედო წინასწარმეტყველო და ნათლის მცემელო იოვანე ესე მცირე შესაწირავი სულისა ჩვენისა საოხად და ძეთა და ასულთა ჩვენთა აღსაზრდელად აწი ეს ჩვენი შეწირული და მოცემული წიგნი რამაც ძემან კაცისამან დიდმან ანუ მცირემან მოურავმან ან ხელოსანმან ან დაგაკლიოს ან შეგიშალოს ისიმც შეიშლება თავის სახისაგან და რჯულის ქრისტიანობისაგან ნუმცა ეხსნება წირვითა და ლოცვითა ნუცა გლახაკთა მიცემითა მასამცა რისხავს მამა ძე და სული წმინდა შეჩვენებულიმც იქმნება თორმეტი მოციგულისაგანშვიდის კრებისაგან და ოთხის პატრიარქისაგან მასამცა ედების კეთრი გეზისა შიშთვლი იუდასი მკვლელობა კაენისა მეხის ტეხა დიოსკურესი

დანთქმა დათან აბირონისი მეორეთ მოსვლას იუდის მსგავსად დაისაჯების ნუმცა იხსენების სული მისი ჯოჯოხეთისა სატანჯველისაგან ხოლო დამამტკიცებელი ამისი ღმერთმან აკურთხოს არის ამის მოწამე მაჩაბლის კარის მწირველი მაცაბერიძე მღდელი გიორგი, კვიტაშვილი მოურავი ხახუტა და დარისპან საყვარელიძე დავით ხელოსანი, ხეთერელი ძაღლუა და დათეშიძე სვიმონიკა და მე დავით დათეშიძეს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი აღიწერა ქრონიკონსა ქრისტესა აქეთ ჩ.ღ.პ.გ ივნის ით ამასა წელიწადსა იყო მამა ამისა მონასტერსა აბაშიძე ანტონი

1781.09.17 წ. პურის მოსავლის ათისთავის შეწირულების წიგნი, მიცემული ზურაბ მაჩაბელის მიერ იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისათვის

სეა_1448_2277 : 1781.09.17 წ. პურის მოსავლის ათისთავის შეწირულების წიგნი, მიცემული ზურაბ მაჩაბელის მიერ იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისათვის. დამწერი კაკალა ქართველი

ქ : ეჰა შენ ნეტარო წინა მორბედო ნათლის მცემელო იოვანე ვიგულისხმე და ვიგულსმოდგინე მე საქართველოს დიდებულმან თავადმან მაჩაბელმა ზურაბ და თანა მეცხედრემან ჩემან ლიხტ იმერეთის სარდლის და მოურავის წულუკიძის ასულმან მარიამ ასე რომ ყოვლად მოწყალემ მეფემ სოლომონ და თანა მეცხედრემ მისმა დედოფალმან გულქან წყალობა გვიყო და რაჭას გვარჩინა და ვახტანგ ერისთვის შვილის მამული ტოლს (ჩამოის – ?) ყოვლისფერი სიგლით გვიბოძა ახლა შამოგვიწირავს შენთვის ყოვლის ათის თავი მოსავლის პურისაგან, ქერისაგან, თივისგან, მჭადისგან, სიმინდის, კვერცხისაგან (?)ზვარის მოსავლის ათისთავი მიიღე : (ჰოი) წინა მორბედო ესე მცირე შესაწირავი ჩვენდა აღსაზრდელად და ჩვენთა ძეთა დასულთა სულის ჩვენისა საოხად აწ ესე ჩვენი

(ჰორიზონტალური მინაწერი) შეწირული და მოცემული წიგნი რამაც ძემან კაცისამან დიდმან ანუ მცირემან მოურავმან ან ნაცვალმან ან ხელოსანმან ან დაგაკლოს ან სემოშალოს ისიმცა შეიშლება თავის სახისგან დასჯულის ქრისტიანისაგან მასამც რისხვა მამა ძე და სული წმინდა, შეჩვენებულიმცა იქნება თორმეტი მოციქულის შვიდის კრების ოთხის პატრიარქისაგან, მასამცა

ედების კეთრი, გეზი, შიშთვლე იუდასი, მკვლელობა კაენისა მეხის ტეხა დიოსკურის დანთქმა დაძირონისა მეორედ მოსვლის იუდის მსგაცსად დაისჯის, ნუმც იხსნების სული მისი ჯოჯოხეთის სატანჯველისაგან ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღმერთმან აკურთხნეს  არის ამისი : მაცაბერიძე ღვდელი, ჭიჭინაძე ღვდელი, ნიკოლოზ ღვდელ-მონაზონი, გრიგოლ კვიტაშვილი მოურავი, მოურავი ; ხახუტა ; დარისპან საყვარელიძე დავით; ხელოსანი ; მაცაბერიძე რევაზიკა ; მე ქართველს კაკალს ; დამიწერია და მოწამეც ვარ აღიწერა (ქკოს) ქრისტეს აქეთ ჩღპა + 1781წ. სეკტემბრის იზ = 17 ამისა წელიწადს იყო მამა ამისა მონასტერს აბაშიძე ანტონი.

1752 წ. მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული რუსუდანის მიერ კრიხის ეკლესიისადმი

დოკუმენტი დაცულია საქართველოს ეეროვნულ არქივში საქმის ნომრით სეა_1448_1593 : 1752 წ. მამულის შეწირულების წიგნი, მიცემული რუსუდანის მიერ კრიხის ეკლესიისადმი. დამწერი მიქელ ჭიჭინაძე იგი დაწერილია ქაღალდზე და მისი ზომაა 21/14,8 ტეკსტი დაწერილია ხუცური დამწერლობით რომელიც ცუდათ იკითხება და მასში ერთს ადგილზე მოიხსენიება მაცაბერიძე

სეა_1448_1593